"მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ცხელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება, გუნდში ახალი ეპოქა იწყება.
ერიკ ტენ ჰაგი ნისლიან ალბიონზე დიდი გეგმებით მიდის და რა თქმა უნდა, ზაფხულშივე სურს პირველი ნაბიჯების გადადგმა.
The Telegraph-ის ცნობით, ტენ ჰაგმა "იუნაიტედის" წარმომადგენლებს გააცნო, თუ როგორია მისი საოცნებო სატრანსფერო ფანჯარა.
- ახალგაზრდა ფორვარდი
- კრეატიული ნახევარმცველი
- ჩამშლელი ნახევარმცველი
- ცენტრალური მცველი
ერიკს სწორედ ამ 4 პოზიციის გაძლიერება სურს და უკვე ჰყავს თავისი ფავორიტები.
დარვინ ნუნიესი, ფრენკი დე იონგი, კალვინ ფილიპსი და პაუ ტორესი - სწორედ ასეთია ერიკის სამიზნეების სია.