ერიკ ტენ ჰაგი პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "კრისტალ პალასის" შეხვედრას დაესწრო.
ნიდერლანდელი სპეციალისტი პირველად იყო "იუნაიტედის" მატჩზე და როგორც The Athletic-ი გვამცნობს, მას ერთი ფეხბურთელი უკვე არ მოსწონს.
ტენ ჰაგმა ალექს ტელესი დაიწუნა, რომელსაც ნამდვილად არ ჰქონდა კარგი თამაში. ერიკს ბრაზილიელის უნარები ყველაზე მეტად ბურთის თამაშის დროს არ აკმაყოფილებდა.
აღსანიშნავია, რომ ალექსი მაინც არ განიხილება ძირითადის მცველად, თუმცა ლუკ შოს ტრავმებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გუნდმა ახალი მარცხენა მცველის ძებნა დაიწყოს.
ასე რომ, აარონ ვან-ბისაკას შემდეგ, ნიდერლანდელს "მანჩესტერის" კიდევ ერთი განაპირა მცველი არ მოსწონს.