"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს, ერიკ ტენ ჰაგის ერთ-ერთი ფავორიტი კი იურიენ ტიმბერია.
ნიდერლანდელ სპეციალისტს ძალიან მოსწონს "აიაქსის" მცველი და სურს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ნისლიან ალბიონზეც წაიყვანოს.
სხვადასხვა ნიდერლანდური გამოცემების ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ამსტერდამულ კლუბს 30 მილიონი ფუნტი სურს.
"აიაქსი" მზად არის, რომ ტიმბერი გაყიდოს, რადგან მას კონტრაქტი მხოლოდ 2 წლით აკავშირებს ისტორიულ კლუბთან.
იურიენს შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე ცენტრალურ მცველად თამაში, რის გამოც ტენ ჰაგს ის განსაკუთრებულად სურს.