რატომ მოპარა მორისონმა თანაგუნდელებს ბუცები - რაველის აღიარება

რატომ მოპარა მორისონმა თანაგუნდელებს ბუცები - რაველის აღიარება

იუთუბ არხ FIVE-ზე, რიო ფერდინანდის სტუმარი ამჯერად "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე, რაველ მორისონი იყო.

28 წლის ინგლისელმა საინტერესო ისტორია გაიხსენა, როდესაც მან საჭმლის გამო რუნის და ფერდინანდს ბუცები მოპარა.

"გახსოვს, როდესაც  თქვენი ბუცები მოვიპარე და ამის გამო გასახდელიდან გამაგდეთ ?

მე ცოტა ფული მქონდა, რადგან ახალგაზრდა ვიყავი. ბუცები 250 ფუნტი ღირდა. მე ორი ცალი ავიღე, 500 ფუნტი ვიშოვე და წავედი სახლში, ოჯახს კი საჭმელი წავუღე.

თქვენ 30-მდე წყვილი გქონდათ. რა თქმა უნდა, თქვენთვის ზიანის მიყენება არ მსურდა, თუმცა როდესაც დავინახე 20-30 წყვილი, ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი მათგანი ოჯახის მაგიდაზე საჭმელს გააჩენდა, რაც დიდი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო", - აღნიშნა რაველმა.

მორისონი ამჟამად "დერბი ქაუნთის" რიგებში ირიცხება, თუმცა უეინ რუნის გუნდს ჩემპიონშიპში დარჩენაში ვერ დაეხმარა.

1 თვის წინ
182 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 160
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ