"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა მარკუს რაშფორმა ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა, რომელიც ამჟამად "რომას" უდგას სათავეში.
ინგლისელმა განმარტა, რომ ჟოზე მას აქტიურად ასწავლიდა როგორ "აეკიდებინა", მოეპოვებინა პენალტები მეტოქის საჯარიმოში.
"იყო შემთხვევები, როცა საჯარიმოში მეჯახებოდნენ, თუმცა პენალტს მსაჯი არ ნიშნავდა. ჟოზეს მწვრთნელობის დროს, მახსოვს, დაახლოებით ხუთჯერ მითხრა, რომ პენალტის გამომუშავება უნდა მესწავლა.
იგი ხშირად ამბობდა, თუ არ იცით როგორ დაანიშნინოთ მსაჯს პენალტი, ამას არავინ გააკეთებსო", - ციტირებს ინგლისური მედია რაშფორდის სიტყვებს.
რამდენად გაითვალისწინა რეშფორდმა პორტუგალიელის რჩევა რთული სათქმელია, რადგან მისი მოპოვებული ბევრი პენალტი არ გვახსენდება.