"იუნაიტედი" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს - AS

"იუნაიტედი" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს - AS

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვადასხვა პოზიციების გაძლიერებას გეგმავს და შესაძლოა, გუნდს მეორე მეკარის შეძენაც დასჭირდეს.

დინ ჰენდერსონი მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და დიდია ალბათობა, რომ ინგლისელი ოლდ ტრაფორდის დატოვებას შეეცდება.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" ემზადება ჰენდერსონის გასაშვებად, მის შემცვლელად კი გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.

"ვალენსიას" ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ ესპანეთში პირველი სეზონი ჩაატარა და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა.

"ღამურებმა" ცოტა ხნის წინ გაუფორმეს გიორგის კონტრაქტი, თუმცა მას კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი აქვს, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი კარგად ერგება ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნებს. ქართველი მეკარე ფეხით კარგად თამაშობს და გამოსვლებზეც აქტიურია.


წყარო - AS

1 თვის წინ
395 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 160
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ