რაშფორდი დიდი დაბრუნებისთვის ემზადება - მარკუსს გუნდის დატოვება არ სურს

რაშფორდი დიდი დაბრუნებისთვის ემზადება - მარკუსს გუნდის დატოვება არ სურს

მარკუს რაშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენას და შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს, გვატყობინებს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

წყაროს თქმით, რაშფორდს შედგენილი აქვს განსაკუთრებით ინტენსიური სავარჯიშო გეგმა, რომელიც ძალაში პრე-სეზონიდან შევა.

მარკუსი აპირებს განსაკუთრებული დატვირთვით ვარჯიშს, რათა აღიდგინოს ფორმა და ერიკ ტენ ჰაგის გუნდში ადგილი მოიპოვოს.

24 წლის ფეხბურთელს მძიმე სეზონი გამოუვიდა და პრემიერ ლიგაში მხოლოდ 13 მატჩი დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან, იანვრის შემდეგ კი გოლი არ გაუტანია.

მედიაში იყო ვარაუდი, რომ რაშფორდი გუნდს დატოვებდა, თუმცა ინგლისელს "იუნაიტედი" ძალიან უყვარს, ამიტომაც ასე მარტივად არ დანებდება.

1 თვის წინ
331 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 160
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ