"სევილიას" პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბი არ აპირებს ენტონი მარსიალის ტრანსფერზე მუშაობას.
ანდალუსიელებმა ფრანგი შემტევი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით დაიმატეს, თუმცა მარსიალმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
"ენტონი მარსიალი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება. ჩვენ დიდი ბული დავხარჯეთ, თუმცა იჯარამ ვერ გაამართლა.
მას ტრავმებიც ჰქონდა, ამიტომაც არ ვაპირებთ მის შეძენას", - განაცხადა კასტრომ The Sun-თან საუბრისას.
ენტონიმ "სევილიას" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, ახლა კი ნისლიან ალბიონზე დაბრუნდება.
სავარაუდოდ, "იუნაიტედი" მის გაყიდვას შეეცდება, მაგრამ ეს ოპერაცია რთულად განსახორციელებელი იქნება.