თანხა გამოყოფილია - რამდენის დახარჯვა შეეძლება ტენ ჰაგს ზამთარში

თანხა გამოყოფილია - რამდენის დახარჯვა შეეძლება ტენ ჰაგს ზამთარში

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება, წერს ბრიტანული გამოცემა The Sun-ი.

წყაროს ინფორმაციით, ზამთარში ერიკ ტენ ჰაგს 70 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ, თუმცა, შესაძლოა, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ეს დამოკიდებულია იმაზე, დატოვებს თუ არა გუნდს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ყველაზე დიდ ანაზღაურებას იღებს.

პორტუგალიელის წასვლის შემთხვევაში, ზამთრის ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე, მაგრამ ის კი ვიცით, რომ კლუბს ახალი შემტევი სურს.

1 კვირის წინ
1186 / 0
George
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას

ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი
ძალიან ცუდი
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები