5 თვის და 1 კვირის წინ
"გალათასარაი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" | სავარაუდო შემადგენლობები
"გალათასარაი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" | სავარაუდო შემადგენლობები
ავტორი
Aa

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის წინ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფში ბოლო პოზიციას იკავებს და ქულები სჭირდება.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი თურქეთს ესტუმრა, სადაც "გალათასარაის" შეხვდება და შეეცდება, ჯგუფიდან გასვლის შანსები შეინარჩუნოს.

"იუნაიტედის" ლაზარეთი კვლავ გავსებულია. ლისანდრო მარტინესი, ჯონი ევანსი, ტაირელ მალასია, კაზემირო, კრისტიან ერიქსენი, მეისონ მაუნტი, ანტონი და რასმუს ჰოილუნი მატჩს გამოაკლდებიან.

განაცხადში ვერ იქნება მარკუს რაშფორდიც, რომელმაც "კოპენჰაგენთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.

სავარაუდო შემადგენლობები ასე გამოიყურება:


"გალათასარაი": მუსლერა, ბოეი, ბარდაკჩი, აიჰანი, ანხელინო, ნდომბელე, ტორეირა, ილმაზი, მერტენსი, ზაჰა, იკარდი;

"მანჩესტერ იუნაიტედი": ონანა, ვან-ბისაკა, მაგუაიერი, ლინდელოფი, შო, მაკტომინეი, მაინო, პელისტრი, ბრუნო, გარნაჩო, მარსიალი.


მატჩი საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები