8 თვის და 3 კვირის წინ
"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
ავტორი
Aa

ინეოსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელების დაკომპლექტებას აგრძელებს, ერთ-ერთი პირველი დანამატი კი ომარ ბერადა იყო.

კლუბმა მისი გადმობირება "მანჩესტერ სიტიდან" მოახერხა. ბერადა "მანჩესტერის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდება.

ბერადა "სიტიში" მუშაობისას ფეხბურთელების გაყიდვაზე იყო პასუხისმგებელი და სატრანსფერო მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

"სიტიმ" ბოლო წლებში ბევრი ფეხბურთელი გაყიდა დიდ ფასად, რაც კლუბის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"იუნაიტედს" კი ეს ნამდვილად სჭირდება, რადგან სერ ჯიმ რეტკლიფი ბევრი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.


Facebook კომენტარები