2 კვირის და 5 დღის წინ
ხელფასის მხოლოდ 10% - "ალ-ნასრი" რონალდუს ანაზღაურებას სრულად არ გადაუხდის
ხელფასის მხოლოდ 10% - "ალ-ნასრი" რონალდუს ანაზღაურებას სრულად არ გადაუხდის
ავტორი
Aa

1 წლის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ ევროპული ფეხბურთი მიატოვა და კარიერა სხვა კონტინენტზე, საუდის არაბეთის ლიგაში გააგრძელა.

რონალდუმ "ალ-ნასრისთან" ძალიან ძვირადღირებული კონტრაქტი გააფორმა - მისი ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევროა.

The Athletic-ის გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი თავდამსხმელი "ალ-ნასრიდან" ხელფასის მხოლოდ 10 პროცენტს იღებს. 

როგორც გაირკვა, პორტუგალიელ ლეგენდას ხელფასის დანარჩენ ნაწილს (90%) საუდის არაბეთის ბიუჯეტიდან უხდიან.

ამ დროისთვის, არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რატომ ხდება ეს ასე.


Facebook კომენტარები