2 კვირის და 5 დღის წინ
"ალ-ნასრი" მეგა გუნდი ხდება - რონალდუს ზაფხულში მორიგი სუპერვარსკვლავი შეუწყვილდება
"ალ-ნასრი" მეგა გუნდი ხდება - რონალდუს ზაფხულში მორიგი სუპერვარსკვლავი შეუწყვილდება
ავტორი
Aa

კრიშტიანუ რონალდუს, სადიო მანესა და კიდევ ბევრი ტრანსფერის შემდეგ "ალ-ნასრი" შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს.

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით კლუბმა უკვე თითქმის შეათანხმა მორიგი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი.

არაბულ კლუბში ელიან, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მათ რიგებს კევინ დე ბრუინი შეუერთდება.

"ალ-ნასრი" მოლაპარაკებებს უკვე "მანჩესტერ სიტისთან" აწარმოებს, რათა შესაძლო ტრანსფერის დეტალები გაიგოს.

რა თქმა უნდა, ბელგიელი ვარსკვლავი დიდ ანაზღაურებას მიიღებს და როგორც ირკვევა, ის მზად არის დატოვოს ევროპა.


Facebook კომენტარები