7 თვის წინ
რონალდუს მდიდრული ავტოფარეხი - კრიშტიანუს ავტომობილების კოლექცია (ფოტოები)
რონალდუს მდიდრული ავტოფარეხი - კრიშტიანუს ავტომობილების კოლექცია (ფოტოები)
ავტორი
Aa

ყველასთვის კარგად ნაცნობია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ავტომობილების დიდი მოყვარულია, შესაბამისად ის უამრავი შესანიშნავი მოდელის მფლობელია და ფული ნამდვილად არ ენანება.

Insider-ის ცნობით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ავტოფარეხი დაახლოებით 24 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის ფასიკი 12 მილიონია.

კრიშტიანუს ერთ-ერთი უკანასკნელი შენაძენი Ferrari Monza SP1-ია, რომლის საბაზრო ღირებულებაც დაახლოებით 1.95 მილიონი დოლარია. ეს რონალდუსთვის რიგითმეხუთე ფერარია, ის ასევე ფლობს:

  • Ferrari F12 TDF ($480,000)
  • Ferrari 599 GTO ($385,000)
  • Ferrari 599 GTB Fiorano ($310,000)
  • Ferrari F430 ($300,000)

რონალდუს ავტოფარეხის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი Bugatti Centodieci-ია. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელით ბუგატიმ მხოლოდ 10 ავტომობილი გამოუშვა, ერთ-ერთი მათგანი კი კრიშტიანუმ 36-ე დაბადების დღეზე შეიძინა 12 მილიონად დოლარად.

Centodieci-ი 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სისწრაფე კი 380 კმ/სთ არის. მის გარდა, რონალდუ კიდევ 2 ბუგატის ფლობს:

  • Bugatti Veyron Grand Sport Vitesse ($2.4 მილიონი)
  • Bugatti Chiron ($3.1 მილიონი)

პორტუგალიელი მაკლარენის ძალიან იშვიათ მოდელსაც ფლობს, რომელიც ასევე ლიმიტირებული რაოდენობით (500) არის გამოშვებული და ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელის, აირტონ სენას სახელს ატარებს - McLaren Senna ($1.06 მილიონი).

2020 წელს, 35-ე დაბადების დღეზე რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესისგან საჩუქრად 850,000 დოლარად შეფასებული Mercedes G-Wagon Brabus-ი მიიღო.

"ტოტენჰემთან" შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, კრიშტიანუ ვარჯიშზე ახალი ავტომობილით, 2022 წლის Aston Martin DBS-ით მივიდა, რომლის ფასიც $320,000-ია.

რონალდუს ავტოფარეხში ვხვდებით შემდეგ ავტომობილებსაც:

  • Mercedes AMG GLE 63 ($116,000)
  • Rolls Royce Phantom ($450,000)
  • Porsche 911 Turbo S ($219,800)
  • Audi RS7 ($114,000)      


Facebook კომენტარები