2015 წლის "UEFA"-ს დაჯილდოვებაზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილნი იყვნენ, ლიონელ მესი, ლუის სუარესი და კრიშტიანუ რონალდუ.
ცერემონიისას წამყვანსა და რონალდუს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა: წამყვანი:
"კრიშტიანუ, ნუ გეშინია, მოიწიე ცოტათი ახლოს"
კრიშტიანუ: "არ მეშინია"
წამყვანი: "61 გოლი გასულ სეზონში, წარმოუდგენელი ციფრია, შენ გასაოცარი სეზონი გქონდა, თუმცა შენს გუნდს არა. რას ფიქრობ, რისი გაკეთება შეუძლია "რეალს" წელს?""
კრიატიანუ: "ჩვეულებრივ, როგორც გასულ წელს, პირველ რიგში ჯგუფისან გასვლას ვეცდებით, რაც რთული იქნება, თუმცა ამას ვეცდებით და გავაკეთებთ. ამის შემდეგ კი ვეცდებით მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა ვნახოთ რა მოხდება".
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წელს მადრიდის "რეალმა" მართლაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა და რონალდუ ბომბარდირი გახდა.