1 წლის და 1 თვის წინ
"მანჩესტერის" პოზიცია ცნობილია! - რა შემთხვევაში დაბრუნდება გრინვუდი გუნდში
"მანჩესტერის" პოზიცია ცნობილია! - რა შემთხვევაში დაბრუნდება გრინვუდი გუნდში
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედში" ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, თუ რა ბედი უნდა ეწიოს მეისონ გრინვუდს, იტყობინება ESPN-ი.

ახალგაზრდა ინგლისელს ბრალდება მოეხსნა, თუმცა კლუბი საკუთარ გამოძიებას აწარმოებს და დასრულებამდე არ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას.

გავლენიანი გამოცემით ინფორმაციით, კლუბში ფიქრობენ, რომ გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე ყველაზე დიდი გავლენა ფეხბურთელებს ექნებათ.

კლუბის წარმომადგენლები მოთამაშეებს გაესაუბრებიან და ჰკითხავენ, სურთ თუ არა მათ 21 წლის მოთამაშის "მანჩესტერში" დაბრუნება.

იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი თანახმა იქნება და კლუბის გამოძიების შემდეგ, გრინვუდი დამნაშავედ არ იქნება მიჩნეული, მაშინ ის დაბრუნდება.

ამ დროისთვის, როგორც ირკვევა, "იუნაიტედის" მოთამაშეების დიდი ნაწილი კატეგორიულ უარზეა და მათ არ სურთ მეისონის ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება.


Facebook კომენტარები