1 წლის და 11 თვის წინ

"იუნაიტედმა" შეატყობინა "ნაპოლის", რომ კიმის გამოსასყიდს გადაიხდის - Il Mattino

ავტორი
Aa
ნეაპოლური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, კიმ მინ-ჯეს "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
"იუნაიტედმა" კორეელ მცველთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და კიმი მზად არის, კარიერა ოლდ ტრაფორდზე გააგრძელოს.
მეტიც, როგორც წყარო იუწყება, "მანჩესტერი" "ნაპოლის" წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია აცნო.
"წითელი ეშმაკები" კიმის გამოსასყიდ პუნქტს გააქტიურებენ, ამიტომ "ნაპოლისთან" ტრანსფერზე მოლაპარაკებები საჭირო აღარ იქნება.
"იუნაიტედი" 1-დან 15 ივლისამდე 56 მილიონ ევროს გადაიხდის და მინ-ჯეს გადაიბირებს. მოთამაშის წლიური ანაზღაურება 9 მილიონი ევრო იქნება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში