2 წლის და 2 თვის წინ
ტრანსფერი ბოლო წუთს - ვინ გაუშვა "მანჩესტერმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე
ტრანსფერი ბოლო წუთს - ვინ გაუშვა "მანჩესტერმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე
ავტორი
Aa

ოფიციალურად, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, კლუბები ზაფხულამდე ვეღარ მოახერხებენ ახალი ფეხბურთელების დამატებას.

ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა და მოთამაშე იჯარით ჩემპიონშიპში გაუშვა.

შეიძლება არ გახსოვდეთ, თუმცა, აქსელ ტუანზებე კვლავაც "იუნაიტედის" წევრი იყო, სეზონის დარჩენილ ნაწილს კი "სტოკის" რიგებში გაატარებს.

ინგლისელ მცველს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც ვარჯიშსაც ვერ ახერხებდა, მაგრამ ახლა სათამაშოდ მზად არის და ინგლისის მეორე ლიგას მიაშურა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერმა" სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით 3 ფეხბურთელი დაიმატა: ჯეკ ბატლენდი, ვოუტ ვეგჰორსტი და მარსელ ზაბიცერი.


Facebook კომენტარები