

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" იჯარის წესით მარსელ ზაბიცერი დაიმატა "ბაიერნიდან".
ტრანსფერი კრისტიან ერიქსენის ტრავმამ განაპირობა, რომელიც "რედინგთან" მძიმედ დაშავდა და მომდევნო 3 თვის განმავლობაში კლუბს ვერ დაეხმარება.
ზაბიცერი "იუნაიტედს" ოფიციალურად შეუერთდა და კლუბის ვებ-გვერდთან პირველი კომენტარიც გააკეთა:
"ცხოვრებაში ზოგჯერ გიწევს სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. იმ მომენტიდან, როცა ამ შესაძლებლობის შესახებ გავიგე, ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის სწორი არჩევანი იყო.
მე მებრძოლი ფეხბურთელი ვარ. მსურს გამარჯვება და კლუბთან ერთად მიზნების მიღწევა. ვგრძნობ, რომ ახლა კარიერის პიკში ვარ და შემიძლია გუნდს ბევრი ენერგია, გამოცდილება მოვუტანო.
აღტაცებით ველი ახალ თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან მუშაობს. მინდა მანჩესტერ იუნაიტედის ფანებს ჩემი დონე ვუჩვენო", - ამბობს ზაბიცერი.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი მოთამაშე სეზონის ბოლომდე ითამაშებს ოლდ ტრაფორდზე, კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.



