5 თვის და 1 კვირის წინ
“ბარსელონა” და “მანჩესტერი” გაცვლას გეგმავენ
“ბარსელონა” და “მანჩესტერი” გაცვლას გეგმავენ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნიატედის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა დაადასტურა, რომ ჯეიდონ სანჩო მის გეგმებში არ შედის. 

აქედან გამომდინარე, “წითელი ეშმაკები” ზამთარში ინგლისელი გარემარბის გაყიდვას გეგმავენ. 

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნიატედი” ჯეიდონ სანჩოსა და რაფინიას გაცვლას გეგმავენ. 

ცნობისთვის, სანჩომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაფინიამ კი 17 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები