1 წლის და 2 თვის წინ
დაბრუნდა! - ჯეიდონ სანჩო "იუნაიტედის" დღევანდელი მატჩის განაცხადში იქნება
დაბრუნდა! - ჯეიდონ სანჩო "იუნაიტედის" დღევანდელი მატჩის განაცხადში იქნება
ავტორი
Aa

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედის" სამატჩო განაცხადში ბრუნდება, ინფორმაცია ერიკ ტენ ჰაგმა დაადასტურა.

ინგლისელ ფეხბურთელს 2022 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, მიზეზი კი მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა იყო.

სანჩო კლუბს ქემფზეც არ შეუერთდა და დამოუკიდებლად ვარჯიშობდა, ახლა კი უკვე კლუბთან ერთად არის და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება.

სანჩოს გარდა, "იუნაიტედს" ენტონი მარსიალიც უბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერი" დღეს ლიგის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს გამართავს "ნოტინგემ ფორესტთან". პირველი შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" 0-3 მოიგეს.



Facebook კომენტარები