5 თვის წინ
ვან დე ბეეკი ზამთარში "აინტრახტს" შეუერთდება - ტრანსფერის დეტალები ცნობილია
ვან დე ბეეკი ზამთარში "აინტრახტს" შეუერთდება - ტრანსფერის დეტალები ცნობილია
ავტორი
Aa

ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "აინტრახტი" დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ნიდერლანდელი ნახევარმცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანულ კლუბს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება.

"აინტრახტს" ვან დე ბეეკის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება. "იუნაიტედი" მიიღებს იჯარის თანხასა და გარკვეულ ბონუსებს.

დონის კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, მცირე სათამაშო დროის გამო კი მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოსალოდნელი არ არის.

26 წლის ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე 2020 წელს 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა "აიაქსიდან".


Facebook კომენტარები