4 თვის და 2 კვირის წინ
მაგუაიერი და მარსიალი "ლივერპულთან" მატჩს გამოტოვებენ - სიახლეები ტრავმირებულებზე
მაგუაიერი და მარსიალი "ლივერპულთან" მატჩს გამოტოვებენ - სიახლეები ტრავმირებულებზე
ავტორი
Aa

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი ელის "ლივერპულის" წინააღმდეგ.

ერიკ ტენ ჰაგმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ტრავმირებულების შესახებ ისაუბრა და მნიშვნელოვანი ამბები გააჟღერა.

ოფიციალურად, ჰარი მაგუაიერი და ენტონი მარსიალი ენფილდზე სათამაშოდ მზად არ არიან, ამიტომაც გუნდს გამოაკლდებიან.

ტენ ჰაგმა დაადასტურა, რომ ლუკ შომ და მარკუს რაშფორდმა ვარჯიში შეძლეს, შესაბამისად ისინი განაცხადშიც იქნებიან.

"მანჩესტერს" კვლავ გამოაკლდებიან ლისანდრო მარტინესი, ტაირელ მალასია, კაზემირო, კრისტიან ერიქსენი და მეისონ მაუნტი.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ბრუნო ფერნანდეშიც გამოტოვებს.


Facebook კომენტარები