2 წლის და 2 თვის წინ
ბოლო ცდა დედლაინის მიწურულს - ვისი ტრანსფერი შესთავაზა "იუნაიტედმა" "ლიდსს"
ბოლო ცდა დედლაინის მიწურულს - ვისი ტრანსფერი შესთავაზა "იუნაიტედმა" "ლიდსს"
ავტორი
Aa

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე ოფიციალურად დაიხურა, კლუბებმა სატრანსფერო აქტივობები დაასრულეს და სეზონის დარჩენილ ნაწილზე არიან ფოკუსირებულები.

დედლაინზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება სცადა, ერთ-ერთი მათგანი კი აქსელ ტუანზებეა, რომელიც საბოლოოდ "სტოკში" აღმოჩნდა.

ინგლისელ ფეხბურთელს მთელი სეზონია ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის განაცხადშიც ვერ ხვდებოდა, ახლა კი ვარჯიში დაიწყო და სათამაშოდ მზად არის.

"იუნაიტედმა" ტუანზებე რამდენიმე გუნდს შესთავაზა, მათ შორის "ლიდსსაც", რადგან პრიორიტეტი ტუანზებეს პრემიერ ლიგაში დატოვება იყო, მაგრამ მსურველი არ გამოჩნდა.

საბოლოოდ, "წითელმა ეშმაკებმა" ცენტრალური მცველი ჩემპიონშიპში გაანათხოვეს.


Facebook კომენტარები