11 თვის და 1 კვირის წინ
"ლივერპულთან" მატჩი ტენ ჰაგისთვის, შესაძლოა, "იუნაიტედში" ბოლო აღმოჩნდეს
"ლივერპულთან" მატჩი ტენ ჰაგისთვის, შესაძლოა, "იუნაიტედში" ბოლო აღმოჩნდეს
ავტორი
Aa

ერიკ ტენ ჰაგის სიტუაცია ისევ დამძიმდა. "ბორნმუთთან" გამანადგურებელი სხვაობის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა.

ადვილი მომდევნო მატჩიც არ იქნება. "იუნაიტედი" ენფილდზე "ლივერპულს" ესტუმრება, სადაც გასულ სეზონში უმძიმესი მარცხი განიცადა.

MEN-ის ინფორმაციით, ეს შეხვედრა ტენ ჰაგისთვის, შესაძლოა, ბოლო იყოს "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ბოლოდროინდელი შედეგებით, მორიგი მარცხი კი კიდევ უფრო შეასუსტებს ტენ ჰაგის პოზიციას.

მატჩი 17 დეკემბერს, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები