1 წლის და 2 თვის წინ

დიდი ფინანსური დარტყმა - რა თანხა დაკარგა "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენით

ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად გამოვიდა და ჯგუფური ეტაპი ბოლო, მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.
"იუნაიტედისთვის" ეს დიდ ფინანსურ დარტყმას ნიშნავს, რის შესახებაც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს.
კლუბი მინიმუმ მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლას ელოდა, მაგრამ მოლოდინები ვერ გამართლდა, ამიტომაც ფინანსები შემცირდა.
ჯგუფში ჩარჩენის გამო "მანჩესტერმა" მინიმუმ 28 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა.
კლუბი 19.5 მილიონს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ ეტაპს დაძლევდა, დამატებითი 9 მილიონი კი საშინაო მატჩების შემოსავალზე იყო გათვლილი.
"იუნაიტედი" მომდევნო ეტაპებზე გასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტს მიიღებდა, მაგრამ კლუბი ევროტურნირების გარეშე დარჩა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 თვის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
11 თვის და 3 კვირის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
11 თვის და 3 კვირის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
11 თვის და 3 კვირის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში