4 თვის და 2 კვირის წინ
ალისონი: "ონანა ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ ახლა მას ყველას მხარდაჭერა სჭირდება"
ალისონი: "ონანა ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ ახლა მას ყველას მხარდაჭერა სჭირდება"
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩის წინ ალისონ ბეკერმა მედიასთან ანდრე ონანას შესახებ ისაუბრა.

მერსესაიდელების კარის დარაჯის თქმით ონანას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა დავიდ დე ხეას ჩანაცვლებით.

"ანდრე ძალიან კარგი მეკარეა. ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ის შესანიშნავად გამოიყურებოდა.

მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან უნდა ჩაანაცვლოს დავიდ დე ხეა, რომელიც ალბათ არ იყო კარიერის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურებოდა.

იცვლი გუნდს, ჩემპიონატს, ამიტომაც ადაპტაციისთვის დრო გჭირდება. ვფიქრობ ანდრე წარმატებული იქნება. ახლა მას მხარდაჭერა სჭირდება", - ამბობს ბეკერი.


Facebook კომენტარები