5 თვის წინ
"მანჩესტერი" გირასის ზამთარში გამოსყიდვას განიხილავს - გერმანული მედია
"მანჩესტერი" გირასის ზამთარში გამოსყიდვას განიხილავს - გერმანული მედია
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" სერუ გირასის ბოლოდროინდელ პერფორმანსებს დიდი ყურადღებით აკვირდება, წერს Sky Germany-ი.

გამოცემის ინფორმაციით "მანჩესტერს" შემტევი ხაზის გაძლიერება სურს, ერთ-ერთი კანდიდატი კი "შტუტგარტის" ფორვარდია.

27 წლის გირასიმ მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 18 გოლი გაიტანა და კარიერის საუკეთესო ფორმაშიც შევიდა.

მთავარი ფაქტორი ის არის, რომ მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტია, რომლის ოდენობაც მხოლოდ 20 მილიონ ევროს შეადგენს.

"იუნაიტედი" ენტონი მარსიალის გაყიდვაზე ფიქრობს, მის შემცვლელად კი სწორედ გირასი მოიაზრება.


Facebook კომენტარები