5 თვის წინ
ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალი - რა პუნქტი აქვს "ხეტაფეს" გრინვუდის კონტრაქტში
ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალი - რა პუნქტი აქვს "ხეტაფეს" გრინვუდის კონტრაქტში
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მეისონ გრინვუდი იჯარით "ხეტაფეს" შეუერთდა, სადაც სათამაშო ფორმას იბრუნებს.

ახალგაზრდა ინგლისელი ისევ ათამაშდა, ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და შესანიშნავი საფირმო გოლის გატანაც მოახერხა.

talkSport-ის თქმით გრინვუდის მიმართ დიდი ინტერესია, მათ შორის "ბარსელონას" მხრიდან. თავისთავად, მეისონის გამოსყიდვა "ხეტაფესაც" სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს გრინვუდის შენარჩუნებას, ამიტომაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ის გაიყიდება ან კონტრაქტი შეუწყდება.

როგორც გაირკვა, "ხეტაფეს" კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი აქვს გააქტიურებული. იმ შემთხვევაში, თუ გრინვუდი სხვა კლუბში გაიყიდება, მაშინ თანხის 20% "ხეტაფეს" ერგება.


Facebook კომენტარები