2 წლის და 2 თვის წინ
3 მთავარი სამიზნე - "მანჩესტერის" პრიორიტეტები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის
3 მთავარი სამიზნე - "მანჩესტერის" პრიორიტეტები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის
ავტორი
Aa

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამ უკვე ჩაიარა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შემადგენლობა 3 ფეხბურთელით გააძლიერა, სამივე შემთხვევაში საქმე იჯარასთან გვაქვს.

თავდაპირველად, გუნდმა მეორე მეკარე დაიმატა და "კრისტალ პალასიდან" იჯარით ჯეკ ბატლენდი გადმოიბირა, რასაც მალევე "ბარნლის" თავდამსხმელის ვოუტ ვეგჰორსტის იჯარა მოჰყვა.

დედლაინზე "წითელმა ეშმაკებმა" კრისტიან ერიქსენის შემცვლელის ძებნა დაიწყეს, რადგან დანიელი ტრავმის გამო 3 თვეს გამოტოვებს. "მანჩესტერმა" მარსელ ზაბიცერის გაფორმება მოახერხა.

ახლა, გუნდი სეზონის დარჩენილ ნაწილზეა ფოკუსირებული, ბორდი კი ზაფხულისთვის იწყებს მზადებას და როგორც იწერება, "იუნაიტედს" გეგმები დალაგებულიც აქვს.

MEN-ის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერი" აუცილებლად დაიმატებს ახალ მეკარეს, ახალგაზრდა ნახევარმცველსა და ცენტრალურ ფორვარდს. ჯერჯერობით, კონკრეტული სახელები არ ჟღერდება.


Facebook კომენტარები