1 წლის წინ
"რეალი" "მანჩესტერიდან" ფეხბურთელის დაბრუნებას განიხილავს - ახალი ცნობები
"რეალი" "მანჩესტერიდან" ფეხბურთელის დაბრუნებას განიხილავს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

ესპანურ მედიაში, მადრიდის "რეალის" სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. 

მოგეხსენებათ, მადრიდელებს პრობლემები აქვთ ცენტრალური მცველის პოზიციაზე, რადგან ედერ მილიტაო და დავიდ ალაბა ტრავმირებულები არიან. 

როგორც იწერება, "ბლანკოსი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რაფაელ ვარანის დაბრუნებას განიხილავენ. 

რაფამ გუნდი 2022 წლის ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ, მისი კარიერა არც თუ წარმატებულად წარიმართა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ მან "რეალში" თამაში 2011 წლიდან დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 360 მატჩი ჩაატარა.


Facebook კომენტარები