4 თვის და 2 კვირის წინ
ტრანსფერი დასკვნით ეტაპზეა - ჯეიდონ სანჩო "იუნაიტედს" რამდენიმე დღეში დატოვებს
ტრანსფერი დასკვნით ეტაპზეა - ჯეიდონ სანჩო "იუნაიტედს" რამდენიმე დღეში დატოვებს
ავტორი
Aa

ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად დატოვებს, წერს ფაბრისიო რომანო.

"იუნაიტედს" უკვე მიმართეს "დორტმუნდის" წარმომადგენლებმა და სანჩოს სიგნალ იდუნა პარკზე დაბრუნება მოისურვეს.

მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და სამივე მხარე ცდილობს, რომ გარიგება მალევე დაიხუროს.

სანჩომ უკვე განაცხადა თანხმობა "დორტმუნდში" დაბრუნებაზე. თავის მხრივ, "იუნაიტედიც" მზად არის მის გასაშვებად.

კლუბები ორ დეტალს ათანხმებენ - ხელფასის რამდენ პროცენტს გადაიხდიან გერმანელები და რა საიჯარო თანხას მიიღებს "მანჩესტერი".

ჯერჯერობით, უცნობია, ექნება თუ არა "დორტმუნდს" გამოსყიდვის უფლება, მაგრამ, როგორც რომანო წერს, ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.


Facebook კომენტარები