11 თვის და 3 კვირის წინ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე იოზუა კიმიხი იქნება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე იოზუა კიმიხი იქნება
ავტორი
Aa

AS-ის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" იოზუა კიმიხის შეძენას შეეცდება, თუ გერმანელი "ბაიერნიდან" წასვლას გადაწყვეტს.

იოზუა ალიანს არენაზე ბედნიერი აღარ არის და დიდი შანსია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მან გუნდი შეიცვალოს.

"იუნაიტედი" სიტუაციას ახლოდან აკვირდება და მზად არის თავისი სვლა გააკეთოს, რათა კიმიხი ოლდ ტრაფორდზე აღმოჩნდეს.

28 წლის ფეხბურთელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"მანჩესტერის" გარდა კიმიხის მიმართ ინტერესს კიდევ ბევრი კლუბი გამოხატავს, მათ შორის "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი".


Facebook კომენტარები