4 თვის წინ
"იუნაიტედი" ტიმო ვერნერის ტრანსფერის თაობაზე "ლაიფციგს" დაუკავშირდა | The Athletic
"იუნაიტედი" ტიმო ვერნერის ტრანსფერის თაობაზე "ლაიფციგს" დაუკავშირდა | The Athletic
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრაზე კიდევ ერთი ფორვარდის დამატება სურს, წერს The Athletic-ი.

გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ "ლაიფციგს" ტიმო ვერნერის თაობაზე.

"იუნაიტედს" უკვე გამოცდილი ფორვარდის დამატება სურს, ერთ-ერთი კანდიდატი კი სწორედ ვერნერია.

ტიმოს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, ის წლების განმავლობაში "ჩელსის" მაისურით ასპარეზობდა.

ჯერჯერობით უცნობია "წითელი ხარების" პოზიცია, შეელევიან თუ არა ისინი ზამთარში ვერნერს.

27 წლის გერმანელმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი კი მხოლოდ 2 გატანილი გოლია.


Facebook კომენტარები