11 თვის და 3 კვირის წინ
"იუნაიტედი" ზამთრისთვის ჩუპო-მოტინგისა და მიულერის კანდიდატურებს განიხილავს
"იუნაიტედი" ზამთრისთვის ჩუპო-მოტინგისა და მიულერის კანდიდატურებს განიხილავს
ავტორი
Aa

ერიკ ტენ ჰაგს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი შემტევის დამატება სურს, იტყობინება The Athletic-ი.

"მანჩესტერ იუნაიტედს" რამდენიმე კანდიდატი ჰყავს, მათ შორის ორი კი "ბაიერნის" წარმომადგენელია - ტომას მიულერი და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი.

"წითელი ეშმაკები" მზად არიან რომელიმე მათგანი 6-თვიანი იჯარით დაიმატონ, რათა შემტევი ხაზი გააძლიერონ.

მათ გარდა "მანჩესტერის" რადარზე კიდევ ერთი გერმანული კლუბის, "ლაიფციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერია.

შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო "იუნაიტედი" დიდ ფულს ვერ დახარჯავს, ამიტომაც ცდილობს ახალი ფეხბურთელები იჯარით დაიმატოს.


Facebook კომენტარები