4 თვის წინ
მარსიალი "იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უფასოდ დატოვებს
მარსიალი "იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უფასოდ დატოვებს
ავტორი
Aa

არაბული გამოცემა OKAZ-ის ინფორმაცით ენტონი მარსიალი საუდის პრო ლიგაში გადასვლას უახლოვდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევს ორი კლუბისგან აქვს შეთავაზება, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

წყაროს თქმით, "იუნაიტედი" ტრანსფერიდან თანხას ვერ მიიღებს და მარსიალი ოლდ ტრაფორდს უფასოდ დატოვებს.

ფრანგი შემტევი "მანჩესტერს" 2015 წელს, 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მონაკოდან" შეუერთდა.

მარსიალმა გუნდის მაისურით 317 მატჩი ჩაატარა და 90 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები