3 თვის და 4 კვირის წინ
"იუნაიტედს" ოლისეს შეძენა სურს - რა დაჯდება ფრანგი შემტევის "პალასიდან" გამოსყიდვა
"იუნაიტედს" ოლისეს შეძენა სურს - რა დაჯდება ფრანგი შემტევის "პალასიდან" გამოსყიდვა
ავტორი
Aa

Standard-ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედის" სამომავლო სამიზნეებს შორის მაიკლ ოლისეს სახელიც ფიგურირებს.

კლუბის წარმომადგენლებს "კრისტალ პალასის" შემტევი ძალიან მოსწონთ და 2024 წელს მის შეძენას შეეცდებიან.

ლონდონელები თავიანთი ლიდერის ზამთარში გაშვებას არ აპირებენ, ამიტომაც "იუნაიტედს" ზაფხულამდე მოუწევს მოთმენა.

ოლისემ "არწივებთან" კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა, თუმცა ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა არის მითითებული.

როგორც ცნობილია, მისი გამოსყიდვა დაახლოებით 70-80 მილიონი გირვანქა დაჯდება, ზუსტი თანხა ცნობილი არ არის.


Facebook კომენტარები