4 თვის წინ
"მანჩესტერი" მარსიალის წასვლას ელის - მხარეები ვერ თანხმდებიან
"მანჩესტერი" მარსიალის წასვლას ელის - მხარეები ვერ თანხმდებიან
ავტორი
Aa

გავლენიანი გამოცემა, "ESPN" "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბში ელიან, რომ მომავალ ზაფხულს ანტონი მარსიალი სხვა გუნდში წავა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების წარმატების არავის სჯერა და ფრანგი კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მარსიალი "მანჩესტერის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს.


Facebook კომენტარები