4 თვის წინ
"იუნაიტედის" საზაფხულო სიაში 4 ახალგაზრდა შემტევია - Sport1
"იუნაიტედის" საზაფხულო სიაში 4 ახალგაზრდა შემტევია - Sport1
ავტორი
Aa

გავლენიანი გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედი" შემტევი ხაზის გაძლიერებას ცდილობს.

კლუბი ზაფხულისთვის 4 ახალგაზრდა თავდამსხმელს აკვირდება და პოტენციურ ტრანსფერზე ფიქრობს.

პირველი მათგანი 22 წლის იოშუა ზირკზეა, რომელიც "ბოლონიაში" შესანიშნავ სეზონს ატარებს.

"იუნაიტედის" წარმომადგენლები აკვირდებიან იოჰან ბაკაიოკოსაც. მარჯვენა ფლანგელი "პსვ"-ს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.

კანდიდატებს შორის არის მაიკლ ოლისე, რომელიც სერ ჯიმ რეტკლიფს ძალიან მოსწონს და სურს, რომ "პალასის" ვარსკვლავი ოლდ ტრაფორდზე გადაიბიროს.

მეოთხე მოთამაშე ნიკო ვილიამსია. "ბილბაოს" ესპანელი შემტევის გამოსყიდვა 55 მილიონი ევრო დაჯდება.


Facebook კომენტარები