1 წლის და 2 თვის წინ
ტენ ჰაგი: "ფინალში გასვლა არანაირი მიღწევა არ არის, თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ"
ტენ ჰაგი: "ფინალში გასვლა არანაირი მიღწევა არ არის, თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ"
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ დუელში "ნოტინგემ ფორესტი" ორ მატჩში 5-0 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

"იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე 2-0 მოიგო, ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ცვლილებაზე შემოსულმა მარკუს რაშფორდმა თავისი პასებით ფრედსა და ენტონი მარსიალს გაატანინა.

"ფინალში მოსაგებად უნდა გახვიდე. ფინალში გასვლა არანაირი მიღწევა არ არის, თუ ტიტულს ვერ მოიგებ. იქამდე, პრემიერ ლიგაში ვბრუნდებით და სხვა საქმეები გვაქვს.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თითო მატჩზე იყვნენ ფოკუსირებულები. მეტი ინტენსივობა უნდა შემოიტანონ, რადგან ჩვენ იუნაიტედი ვართ.

წინ ვიყურებით, უემბლიზე წასვლა ძალიან დიდებული გრძნობაა. ნიუკასლს შევხვდებით, რომელიც შესანიშნავი გუნდია, თუმცა იქამდე დიდი დროა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა.

ფინალი 26 თებერვალს გაიმართება, "იუნაიტედის" მეტოქე კი "ნიუკასლი" იქნება.


Facebook კომენტარები