3 თვის და 4 კვირის წინ
ლინგარდს მსურველი გამოუჩნდა - რა ხდება ინგლისელის თავს
ლინგარდს მსურველი გამოუჩნდა - რა ხდება ინგლისელის თავს
ავტორი
Aa

ოგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ 31 წლის ინგლისელ ფეხბურთელს, ჯესი ლინგარდს გუნდი არ ჰყავს.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” თავისუფალი აგენტის სტატუსით ლინგარდის დამატებას განიხილავს.

ჯესის თანხმობის შემთხვევაში გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი ექნება. “ბლაუგრანა” 31 წლის მოთამაშის დამატებას გამოცდილების გამო გეგმავს.

ცნობისთვის, ჯესი ლინგარდს კარიერის მანძილზე “მანჩესტერის” გარდა “დერბიში”, "ნოტინგემში" “ბრაიტონში”, “ბირმინგემში”, “ვესტ ჰემსა” და “ლესტერში” უთამაშია.


Facebook კომენტარები