11 თვის და 2 კვირის წინ
ახალ მფლობელებს კაზემიროსა და მისი დიდი კონტრაქტის მოშორება სურთ
ახალ მფლობელებს კაზემიროსა და მისი დიდი კონტრაქტის მოშორება სურთ
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" სპორტულ მიმართულებას ახალი მფლობელები და შესაბამისად, ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს.

ინეოს ჯგუფი მუშაობას შეუდგა, მათი ერთ-ერთი პირველი სვლა კი კაზემიროს გუნდიდან გაშვება იქნება.

ახალი მფლობელების აზრით, უკვე ასაკოვანი კაზემიროს დიდი კონტრაქტი "იუნაიტედის" სახელფასო ჭერს დიდ ტვირთად აწევს.

31 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კვირაში 350,000 გირვანქა სტერლინგს იღებს, რაც წელიწადში 18 მილიონზე მეტია.

კაზემიროს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები