3 თვის და 3 კვირის წინ
ტრანსფერი აღარ შედგება - ვერნერი კარიერას პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გააგრძელებს
ტრანსფერი აღარ შედგება - ვერნერი კარიერას პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გააგრძელებს
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის გაძლიერება ტიმო ვერნერის დამატებით სურდა, მაგრამ ტრანსფერი აღარ შედგება.

გერმანელი ფორვარდი 6-თვიანი იჯარით "ტოტენჰემს" შეუერთდება, ლონდონელებს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

"იუნაიტედის" დიდი ინტერესის მიუხედავად "დეზებმა" ტრანსფერი მალევე შეათანხმეს და თავად ტიმომაც არჩევანი ლონდონზე შეაჩერა.

"ტოტენჰემი" ვერნერის ხელფასს (კვირაში 250,000) სრულად გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 15-20 მილიონ ევროდ შეეძლება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ტიმომ "ლაიფციგის" მაისურით მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.


Facebook კომენტარები