11 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია: რატომ შეწყვიტა "იუნაიტედმა" სერხიო რეგილონის იჯარა ნაადრევად
ცნობილია: რატომ შეწყვიტა "იუნაიტედმა" სერხიო რეგილონის იჯარა ნაადრევად
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სერხიო რეგილონი 1-წლიანი იჯარით დაიმატა.

მიუხედავად ამისა, კლუბმა იჯარა ნაადრევად შეწყვიტა და ესპანელი განაპირა მცველი "ტოტენჰემში" დააბრუნა.

The Athletic-ის ინფორმაციით ამას კონკრეტული მიზეზი აქვს - "იუნაიტედს" დამატებითი საიჯარო ადგილი სჭირდება.

პრემიერ ლიგის კლუბს მაქსიმუმ 2 ფეხბურთელის აყვანა შეუძლია იჯარით, "მანჩესტერში" კი ორივე ადგილი დაკავებული იყო.

რეგილონის გარდა ოლდ ტრაფორდს იჯარით სოფიან ამრაბატიც შეუერთდა, შესაბამისად "იუნაიტედს" სხვა ფეხბურთელის იჯარით დამატება აღარ შეეძლო.

ერიკ ტენ ჰაგს შეტევის გაძლიერება სურს, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო კი საუკეთესო ვარიანტი ვინმეს იჯარით დამატებაა.

სწორედ ამას შეეწირა რეგილონიც.


Facebook კომენტარები