11 თვის და 2 კვირის წინ
ტენ ჰაგს "აიაქსის" ფეხბურთელი სურს - ახალი ცნობები
ტენ ჰაგს "აიაქსის" ფეხბურთელი სურს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

გამოცემა, "Mirror" "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ახალი სურვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს ამსტერდამის "აიაქსის" ცხრიანი, ბრაინ ბრობის მოყვანა სურს. 

როგორც იწერება, ერიკს უნდა, რომ 21 წლის ნიდერლანდელი რასმუს ჰოილუნდთან შევიდეს კონკურენციაში და მათი დონე აამაღლოს. 

აქვე გეტყვით, რომ ბრობის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 12 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები