2 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია: დაუბრუნდება თუ არა მეისონ გრინვუდი "იუნაიტედს" ბრალის მოხსნის შემდეგ
ცნობილია: დაუბრუნდება თუ არა მეისონ გრინვუდი "იუნაიტედს" ბრალის მოხსნის შემდეგ
ავტორი
Aa

უკვე ოფიციალურად, მეისონ გრინვუდი ძალადობაში ბრალდებული აღარ არის, ინგლისელი მოთამაშე თავისუფალია და სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო.

გრინვუდმა ბოლოს 2022 წლის 22 იანვარს ითამაშა, შემდეგ კი მისმა მეგობარმა გოგონამ სოციალურ ქსელში ძალადობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, თუმცა სასამართლომ ეს საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია.

ახლა მეისონი თავისუფალია და ისმის კითხვა, დაუბრუნდება თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედს", რაზეც დაზუსტებული პასუხი არ არის.

როგორც "იუნაიტედის" განცხადებაში ვკითხულობთ, გუნდი კერძო გამოძიებას აწარმოებს და სანამ თავად არ დაასრულებენ მოკვლევას, იქამდე ახალგაზრდა მოთამაშე არც ივარჯიშებს.

ბრიტანული მედიის ვარაუდით, გრინვუდი მინიმუმ ამ სეზონში მოედანზე არ გამოჩნდება და დიდია ალბათობა, კლუბმა ის საერთოდ გაუშვას.


Facebook კომენტარები