2 წლის და 7 თვის წინ
ახალი ლინდელოფი - ტენ ჰაგმა შვედი ფეხბურთელის შეცვლილ როლზე ისაუბრა
ახალი ლინდელოფი - ტენ ჰაგმა შვედი ფეხბურთელის შეცვლილ როლზე ისაუბრა
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "ნოტინგემ ფორესტი" 2-0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

ერიკ ტენ ჰაგმა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მინდორზე ვიქტორ ლინდელოფი შემოიყვანა და ყველასთვის მოულოდნელად, შვედი მოთამაშე საყრდენ ნახევარმცველდა განამწესა.

აღნიშნულ საკითხზე ტენ ჰაგის შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს და როგორც ნიდერლანდელმა განაცხადა, ის აპირებს ლინდელოფი უფრო ხშირად გამოიყენოს ამ პოზიციაზე.

"ლინდელოფი ბენფიკაში იზრდებოდა როგორც საყრდენი, რომელიც აკონტროლებდა ნახევარდაცვას. ვიცი, რომ მას ეს შეუძლია და უკვე ვცადეთ ვარჯიშებზე, ახლა კი მატჩშიც.

მინდა, რომ ზოგჯერ ჩვენი ცენტრალური მცველები ნახევარმცველები გახდნენ, რათა მეტი დინამიკა შევქმნათ", - განაცხადა ტენ ჰაგმა. 


Facebook კომენტარები