2 წლის და 2 თვის წინ

ოფიციალურად: შეძლებს თუ ვერა ზაბიცერი "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ თამაშს

ავტორი
Aa
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალი ნახევარმცველის საჭიროება გაჩნდა, მიზეზი კი კრისტიან ერიქსენის ხანგრძლივი ტრავმა იყო.
"იუნაიტედის" წარმომადგენლებმა სწრაფად იმოქმედეს და იჯარით "ბაიერნის" ავსტრიელი ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი დაიმატეს, რომელიც სეზონის ბოლომდე ოლდ ტრაფორდზე იქნება.
კლუბმა ფეხბურთელი უკვე ოფიციალურად წარადგინა და 15 ნომერიც მისცა, ახლა კი ისმის კითხვა, როდის შედგება ზაბიცერის დებიუტი?
28 წლის მოთამაშემ უკვე მიიღო სამუშაო ვიზა, "იუნაიტედმა" კი ის პრემიერ ლიგაში დაარეგისტრირა. შესაბამისად, 28 წლის ფეხბურთელს შემდეგ მატჩში უკვე შეუძლია მონაწილეობის მიღება.
დიდი ალბათობით, ზაბიცერი "კრისტალ პალასთან" მატჩის განაცხადში იქნება, დანარჩენი კი ერიკ ტენ ჰაგის გადასაწყვეტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში