"მანჩესტერ იუანიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტრი ბერბატოვმა ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვაარცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი "წითელ ეშმაკებში" ხილვა კარგი იქნებოდა.
"ვხედავ, რომ კვარაცხელიას ხშირად მარადონას ადარებენ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი თამაშის სტილი, მოძრაობები, დრიბლინგი თვალისმომჭრელია"
"ცოტას თუ ვიოცნებებ, შესანიშნავი იქნებოდა "ნაპოლის" ორივე შემტევის, ოსიმენისა და ხვიჩას გაფორმება, თუმცა ერთ-ერთის ყიდვაც უკვე წარმატებულ ნაბიჯად ჩაითვლება. ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონები უკვე გახდნენ, მაგრამ რა იქნება შემდეგ წელს, მიიღებენ ახალგაზრდა შემტევები ახალ გამოწვევებს და გადმოვლენ პრემიერლიგაში? თუ შემდეგ სეზონშიც დარჩებიან იქ, სადაც ახლა არიან?"
"ეს ყველაფერი სატრანსფერო ფასს ეხება. "მანჩესტერი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია მსოფლიოში და თითქმის ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ აუცილებელია გონივრული ტრანსფერების გაკეთება. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი მათგანის შესყიდვაც შესანიშნავი იქნება"