2 წლის და 11 თვის წინ
განხეთქილება ოლდ ტრაფორდზე - რას ფიქრობენ "მანჩესტერში" გრინვუდის მომავალზე
განხეთქილება ოლდ ტრაფორდზე - რას ფიქრობენ "მანჩესტერში" გრინვუდის მომავალზე
ავტორი
Aa

უკვე ოფიციალურად, მეისონ გრინვუდს სასამართლომ ბრალდება მოუხსნა. ახალგაზრდა ინგლისელს მეგობარ გოგონაზე ძალადობა ბრალდებოდა, თუმცა გამოძიება შეჩერდა.

მანჩესტერის პოლიციამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობა განაცხადა. ასე რომ, ახლა გრინვუდი თავისუფალია.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ახლა აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი გრინვუდის გაშვებას ემხრობა, მეორე ნაწილს კი მისი დაბრუნება სურს, წერს გავლენიანი გამოცემა The Guardian-ი.

წყაროს თქმით, კლუბის ბორდის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ მათ გრინვუდს თანადგომა უნდა გამოუცხადონ, რადგან იგი 7 წლიდან კლუბის აკადემიაში იზრდება.

საპირისპიროდ, ზოგიერთი ადამიანი ძალიან უკმაყოფილო იქნება, თუ გრინვუდი ისევ ჩაიცვამს "იუნაიტედის" ფორმას და კლუბს წარადგენს.

ჯერჯერობით, კლუბს თავისი შიდა გამოძიება აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, "მანჩესტერმა" გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მიიღოს.


Facebook კომენტარები